კომპანიის ისტორია

საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია  “GWS” 1993 წელს ჩამოყალიბდა.  1999-2006 წლების განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვნად  დახვეწა თავისი ღვინის ხარისხი. ამ პერიოდში “GWS” - მა დაახლოებით 140 ჯილდო მოიპოვა სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსში. კომპანია დაჯილდოვდა 67 ოქროს,  41 ვერცხლისა  და 21 ბრინჯაოს მედლით.


ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად  “GWS”-ის გუნდმა წითელი ღვინის საწარმოებლად ყურძნის შესაბამისი ჯიშების მოყვანა დაიწყო და 2001 წელს ერთ-ერთი პირველი ღვინის ბრენდი „თამადა“ წარადგინა. დღეს "თამადა"  პრემიუმ სეგმენტის ვინტაჟური ღვინოა, დაცული გეოგრაფიული ადგილწარმოშობით.


"თამადას" ბრენდის პორტფელი მოიცავს  მშრალ და ნახევრადტკბილ, თეთრ და წითელ ღვინოებს.  “GWS”-ის ღვინოების მაღალი ხარისხის, ჩვენი გუნდის გამოცდილების და პროდუქციის სწორი პოზიციონირების წყალობით „თამადა“  უაღრესად პოპულარულია საქართველოში და წამყვან საერთაშორისო ბაზრებზე (რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, უკრაინა, ბალტიისპირეთი, ჩინეთი და იაპონია).

 იხილეთ ფოტოები